მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია“ - შოთა ბურჯანაძე ტურიზმის საჭიროებებზე

6475d5dc5bc70
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 22:30
739
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმზე ჟურნალისტებთან აღნიშნა.

მისი შეფასებით, სახელმწიფოს მიერ განვითარებული ინფრასტრუქტურა ინვესტორებს ტურისტულ პროექტებში ინვესტიციების ჩადების სურვილს გაუჩენს, რაც დარგს კიდევ უფრო მეტად განავითარებს.

„ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია და ამ ვალდებულებას სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს, ამაში იგულისხმება როგორც საქალაქთაშორისო ისე შიდა მიმოსვლები. ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ინვესტორი, რომელიც დაინტერესებული იქნება ტურიზმში ინვესტიციების ჩადებით, ეს იქნება სასტუმროების, რესტორნების მშენებლობა თუ სხვა, მისთვის თანხის ჩადება გამარტივდება. როდესაც ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნული იქნებ და სახელმწიფო თავის მიმართულებით იმოქმედებს, ბიზნესი კი თავის მიმართულებით და ეს ყოველთვის აპოლიტიკური იქნება, ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს და ის, რის გაკეთებაც 10 წელზეა გათვლილი, 3-4 წელიწადში შესრულდება“, - განმარტა ბურჯანაძემ.

რესტორატორი ასევე აღნიშნავს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონების მიმართულებით ტურისტების ინტერესს გააჩენს, რაც გაზრდილ დანახარჯებს გულისხმობს.

„ვიცით, რომ ქვეყანაში დასავლეთ და აღმოსავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალი შენდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ასევე რეგიონთან დამაკავშირებელი გამართული ინფრასტრუქტურის არსებობა, ზემო აჭარა იქნება, რაჭა თუ სხვა. გზები ერთ კონცეფციაში უნდა მოექცეს და ტურისტისთვის ერთი მხარიდან მეორეში გადასვლა მარტივი და საინტერესო უნდა იყოს. ასეთი შეთავაზების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა მარტივი იქნება და ტურისტი მხოლოდ ერთი ქალაქით არ შემოიფარგლება, შესაბამისად მისი დანახარჯიც მეტი იქნება“, - აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.