მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

INTERFAX: თბილისი რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების TOP-5-შია

5d1c4f126e3af
მიხეილ ხაჩიძე
03.07.19 11:09
878

იმ ფონზე, როდესაც რუსეთის  პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ე.წ. ტურისტულ სანქციებს უწესებს და 8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იკრძალება, თბილისი რუს ტურისტებში ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების  TOP-5-ში ხვდება.

ამის შესახებ რუსული გამოცემა INTERFAX-ი Biletix-ის რეზერვაციის სამსახურზე დაყრდნობით წერს.

2019 წლის პირველ ნახევარში რუსი ტურისტებისთვის  ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების ხუთეულში თბილისთან ერთად, ერევანი, პრაღა, მინსკი და ბურგასი შევიდნენ. 


"აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, წელს ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან საზღვარგარეთ ავიამომოსვლებზე მოთხოვნა 29%-დან 35%-მდე გაიზარდა", - წერს გამოცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები