მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "სოფმარი“ კვალიფიციურ კადრებს ეძებს

64b1a359a8349
ალა ისპირიანი
15.07.23 00:04
11150
გადამზიდავ კომპანია "სოფმარს“ კადრების დეფიციტი აქვს. როგორც კომპანიის დირექტორმა ვახტანგ ალანიამ „ საქმის კურსში“ განაცხადა ძალიან ბევრი მძღოლი წავიდა საზღვარგარეთ, რის გამოც კვალიფიციური კადრები უჭირთ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემაა ექსპედიტორის მოძებნაც, რადგან მისი განმარტებით, ამ პროფესიის ადამიანს საქართველოში არცერთი უმაღლესი სასწავლებელი არ ამზადებს.

"კადრების დეფიციტი გვქონდა და სამწუხაროდ იგივე დარჩა, ამ მხრივ ჯერ-ჯერობით ცვლილებებს ვერ ვეხდავთ. ჩვენთან მძღოლის ხელფასი თვეში, 1000- 1200 დოლარია. ოფისის თანამშრომლებს 1500-დან 3000 ლარამდე - საკმაოდ მაღალანაზღაურებადია.

გვაქვს ექპედიტორის პრობლემა, რაც გაცილებით მაღალაზღაურებადია. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ამ პროფესიას ვერცერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ ამზადებს. ასევე ძალიან ბევრი მძღოლი წავიდა ამერიკაში, ევროპაში“, - თქვა მან.

კომპანია "სოფმარი“ კადრების დეფიციტზე გასულ წელსაც საუბრობდა. როგორც კომპანიის დირექტორმა თქვა, ამ მხრივ წელს მდგომარეობა არ შეცვლილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები