მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასშტაბური რესტრუქტურიზაცია Deutsche Bank-ში - სამსახურს 18,000-მდე ადამიანი დაკარგავს

5d22e9f80f42e
მიხეილ ხაჩიძე
08.07.19 11:19
1002


გერმანულ საფინანსო ინსტიტუტში მასშტაბურ რესტრუქტურიზაციისა და ცვლილებებს გეგმავენ. 

როგორც კვირას Deutsche Bank-ის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრიდან გაირკვა, ბანკის ხელმძღვანელის კრისტიან სევინგის ინიციატივით და თაოსნობით მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას იწყებენ, რომელიც 2022 წლამდე უნდა განხროციელდეს.


რესტრუქტურიზაციის ფარგლებში სამსახურებიდან 18 ათასი ადამიანის გათავისუფლება იგეგმება. მთლიანობაში საფინანსო ინსტიტუტში დასაქმებულთა რაოდენობა 74 ათასამდე შემცირდება. 2018 წლის მონაცემებით, Deutsche Bank-ს მსოფლიო მასშტაბით,  91.737  ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 


Deutsche Bank-ის ხელმძღვანელი კრისტიან სევინგი აცხადებს, რომ კონცერნის რეოგრანიზაციით ბანკი ევროპის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი უნდა გახდეს.


ცნობისთვის: გასულ კვირას ამერიკული ბიზნეს პორტალი Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იწუყებოდა, რომ Deutsche Bank-ი  20 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები