მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში “სამი მთა ვინოტელ რეზიდენსი” გაიხსნა - რა ღირს განთავსება?

641db6e5d54bc
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 18:45
2698
მესტიაში ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილას სასტუმრო “სამი მთა ვინოტელ რეზიდენსი” გაიხსნა. 7-ნომრიანმა სასტუმრომ ოპერირება დაახლოებით 1.5 წლის წინ დაიწყო და დღეს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს.

სასტუმროს მმართველი კომპანია “აიღვინისსახლის” დამფუძნებელი ბენო ქაშაკაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ სასტუმროზე მოთხოვნა ძირითადად ზაფხულის და ზამთრის სეზონზეა, თუმცა წლის ამ პერიოდებშიც დატვირთვა დაბალია.

„7-ნომრიანი სასტუმროს ერთი ღამით დაჯავშნის ღირებულება 3 000 დოლარია. ფასში შედის შვიდივე ნომერი და საუზმე. ამასთან განთავსების ღირებულება მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს, იმის გათვალისწინებით თუ რა პერიოდზე უნდათ დარჩენა. სტუმრებს ერთი ნომრის დაკავების შესაძლებლობაც აქვთ, რაც დაახლოებით 700 დოლარი ღირს. სასტუმროს ერთდროულად 20-მდე ადამიანის მიღება შეუძლია და განთავსების შემთხვევაში, სტუმრები მყუდრო და კომფორტული გარემოთი, ზამთრის სეზონზე ბუხრის ოთახით, საუზმით და ტრანსფერით ისარგებლებენ“, - განმარტავს ბენო ქაშაკაშვილი და დასძენს, რომ დატვირთვის შემთხვევაში სასტუმრო 10-18 ადამიანს ასაქმებს, იმ შემთხვევაში კი სტუმრები არ არიან დასაქმებულია 5-6 ადამიანი.

მისივე თქმით, სასტუმროს ამოქმედებისთვის ამ ეტაპზე 0.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა განვითარების პროექტი ჯერ არ დასრულებულა და მსოფლიოში მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე განხორციელდება.




ცნობისთვის: მესტიაში, ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია 2019 წლის 13 დეკემბერს 7 510 000 ლარად გაიყიდა და მისი მეპატრონე კომპანია "აიღვინისსახლის" 100%-იანი წილის მფლობელი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი გახდა.

ინვესტორი, აუქციონის პირობების თანახმად, ვალდებული იყო საპრივატიზაციო თანხა 45 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა, ხოლო სასტუმრო 42 თვის ვადაში აემუშავებინა. BM.GE-სთან საუბრისას 2020 წელს ბიზნესმენი აღნიშნავდა რომ სასტუმრო 2020 წლის შემოდგომაზე ამოქმედდებოდა, თუმცა პანდემიურმა მდგომარეობამ ეს ვადები დააკორექტირა. „აიღვინისსახლის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიამ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება ვადაზე ადრე შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები