მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეწარმეს საბაჟოზე ტექნიკა მოპარეს"- რა რეაგირება აქვს სახელმწიფო უწყებებს?

5d7620ab854d9
ელენე გოგბერაშვილი
09.09.19 19:39
1137
დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე „საქმიანი დილის“ ეთერში ერთ-ერთი მეწარმის ქეისზე და სამთავრობო უწყებებს შორის არაკორდინირებულ მუშაობაზე საუბრობს.

ჭიჭინაძის თქმით, მეწარმემ, რომელმაც ჩამოიყვანა ტექნიკა და მიიყვანა განსაბაჟებლად, საბაჟოზე გაუჩერეს და როდის დაუბრუნებდნენ უკან, ამაზე პასუხს არ აძლევდნენ. მას შემდეგ, რაც დეპუტატი საქმეში ჩაერია, გაირკვა, რომ ტექნიკა მოიპარეს.

„კითხულობს როდის მომცემთ, პასუხს არავინ არ აძლევდა. მომმართა წელიწადის მერე მე, მე მივმართე საბაჟოს- რატომ არ აძლევთ ამ ადამიანს ტექნიკას, ამიხსენით! პასუხი მომივიდა, რომ ეს ტექნიკა საბაჟო ტერმინალიდან მოიპარეს“-აცხადებს ჭიჭინაძე.

აღნიშნულ ქეისზე დეპუტატმა აკითხვა, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც დასვა.

„მოუტრიალდა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ფინანსთა მინისტრს და ეკითხება რას ამბობსო, ეს არის სიცრუეო. წერილი მაქვს საბაჟოდან და გარდაბნის რაიონიდან მოსული, რომ გამოძიებაა დაწყებული 2019 წლის 1 თებერვალს. ფაქტია, წერილია, გამოგზავნილი პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე. ადამიანს არც კომპენსაციას უკეთებენ.

ერთი წელიწადი საბაჟო ტერმინალში ჰქონდათ ტექნიკა გაჩერებული, პასუხს არ აძლევდნენ, სანამ მე არ ჩავერია. გაირკვა, რომ მოუპარიათ. რამდენი ხანი უნდა ელოდოს, არავის არაფერი აინტერესებს“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გუშინ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის პირადად დაინტერესდება აღნიშნული ქეისით.

„საბაჟო ტერმინალში თუ მოხდა ასეთი გაუგებრობა, რომ დაიკარგა ნივთი, ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა და პირადად დავინტერესდები ამ კონკრეტული შემთხვევით. თუ მითუმეტეს შსს-ში ასეთი გამოძიება მიმდინარეობს. უბრალოდ არ ვიცი რა კონკრეტული ქეისია.

თემა გახლავთ იმაში, რომ საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების ხარისხის გაზრდა და დისციპლინის გამყარება არის ერთიანი სისტემა და ეს არის საფუძველი ქვეყანაში დისციპლინის, წესრიგის, ეკონომიკის ნორმანული განვითარების და რაც მთავარია სახელმწიფო აპარატის სწორი ფუნქციონირების. დავინტერესდები და გეტყვით“-განაცახდა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები