მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდის ინდუსტრიაში გაყიდვებმა ევროპიდან აზიაში გადაინაცვლა - LAKO BUKIA

605873e34f7a8
ლიკა გურაბანიძე
28.03.21 22:00
617

პანდემიამ ვითარება ყველა სექტორში შეცვალა და გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაა. როგორც ბრენდ LAKO BUKIA-ს დამფუძნებენლმა ლაკო ბუკიამ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა, ამჟამად ქართველი დიზაინერებისთვის მომგებიანი ბაზარი აზია, კერძოდ კი ჩინეთია, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

“აზიაში ამ ეტაპზე ჩვენი სფეროსთვის უფრო გახსნილები არიან. იცით, რომ დიზაინერები ძირითადად კონცეპტუალურ სამოსს კერავენ. ეს მიმართულება სწორედ პანდემიის გამო ევოპაში აღარ არსებობს, ხოლო აზია მეტად გაიხსნა და იქ უკვე ჩაცმაც უნდათ.

შესაძლოა ევროპის ბაზარს გაყიდვებით და მოთხოვნით აზიამ აჯობოს. აზიაში უფრო მეტი ფული ტრიალებს და ბაიერების მიერ მეტი შესყიდვები ხდება. აზია საშუალებას იძლევა, რომ კომპანიას მოგება ჰქონდეს. ევროპა უფრო სახელის მოხვეჭაში გეხმარება” - განმარტა ბუკიამ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ფასების ზრდა არ იგეგმება. კოლექციის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ბაზრების გახსნასთან ერთად კოლექციების გამოშვება კვლავ იგივე რაოდენობით მოხდება.