მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მშრალ პორტთან" დაკავშირებით მოკვლევა დავიწყეთ - ვახტანგ კაჭარავა

63ea64e5c1331
BM.GE
13.02.23 20:00
1103
„თეგეტა ჰოლდინგს“ “მშრალი პორტის” პროექტზე მოკვლევა დაწყებული აქვს. ამის შესახებ “თეგეტა ჰოლდინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ „Forbes კვირას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის, როგორც ლოგისტიკური ჰაბისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ შიგნით უკვე დაწყებული გვაქვს მოკვლევა, შესწავლა ამ მიმართულების. მალე მზად ვიქნებით ჩვენი ხედვა "თეგეტას" მშრალ პორტთან დაკავშირებით წარმოვადგინოთ, რომელსაც ვაპირებთ განვიხილოთ, როგორც საქართველოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი.

ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენი წარმომადგენლობები გვექნება ლოგისტიკური მომსახურება გაუწიოთ და საქართველოდან სხვადასხვა პროდუქციით მოვამარაგოთ. პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში შვიდ დღეში ჩავა და იქაურ ბაზრის მოთამაშეებს მარაგების მიღების არანაირი პრობლემა არ ექნებათ", - განაცხადა ვახტანგ კაჭარავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები