მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მტკავრზე": ლარის გაუფასურებამ საკლუბო ბიზნესს პირდაპირი დარტყმა მიაყენა

5da1bb7e979a0
ანუკა ჯოხაძე
12.10.19 20:30
4187
“არ ვიცი, რამდენ ხანს გაძლებს ეს სფერო და როდის წავა სტაგნაციისკენ”, - ამის შესახებ კლუბის - “მტკავრზე” დამფუძნებელმა ქეთა გაბუნიამ bm.ge-ის საკლუბო ბიზნესში არსებული ვითარების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებამ საკლუბო ბიზნეს პირდაპირი დარტყმა მიაყენა, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად ეზრდებათ ხარჯები.

„ეს ბიზნესი პირდაპირ არის მიბმული უცხოურ ვალუტაზე, ამიტომ არასტაბილური ლარის კურსის პირობებში, კლუბებს რთული წელი ელოდებათ. რაც დრო გადის, მით უფრო ძლიერად ვართ დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე, იმიტომ რომ ჩვენი მოწვეული სტუმრები, რომლებიც მუდმივად ჩამოდიან, ყოველ კვირას ორი-სამი სტუმარი მაინც გვყავს, მათი ხარჯი თავიდან ბოლომდე ევროში ან დოლარშია.

უკვე ძალიან გვიჭირს, რადგან როცა ლარი დოლართან 2.5-ის ნიშნულზე იყო, კიდევ რაღაც პროგნოზს ვაკეთებდით, მაგრამ ახლა გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება  რთულია. ეს ეხება არა მხოლოდ დიჯეების ჰონორარებს, არამედ სოციალურ ქსელში რეკლამებსაც, რომელიც ასევე უცხოურ ვალუტაშია; ასევე, იმ პროდუქციის ფასებს, რომელიც კლუბში იყიდება. მაგალითად, სასმელი. გარდა ამისა, ფრენებიც ძალიან გაძვირებულია. წელს როგორი ფასიც არის ფრენებზე, ასეთი მე არ მახსოვს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაუძლებს კონკრეტულად ეს სფერო და როდის წავა უკვე სტაგნაციისკენ“, - ამბობს კლუბის - “მტკვარზე" დამფუძნებელი ქეთა გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები