მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Murmur – ინოვაცია რეკლამების ინდუსტრიაში

649c33a0a4fee
BM.GE
29.06.23 15:55
376
სტატიაში საუბარია:
"პლატფორმა შარშან ავამოქმედეთ, უკვე ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებთან" - ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, Murmur-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. Murmur-ი ემინ ალიევის მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც რეკლამების ინდუსტრიაში რევოლუციის მოწყობას გეგმავს. პლატფორმა ორიენტირებულია გარე რეკლამების ისეთი ინოვაციური ვერსიების შექმნაზე, რომელიც უფრო ეფექტურ შედეგებს მისცემს მომხმარებლებს, ვიდრე ამას ციფრული სარეკლამო კამპანია შეძლებს.

უშედეგო სარეკლამო კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ზემოხსენებული სტარტაპი კი სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას აპირებს. დღეისათვის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გარკვეული სახის Adblocker-ს იყენებს, ანუ აპლიკაციას, რომელიც რეკლამებს ავტომატურად ბლოკავს. სწორედ ამ მიზეზით Murmur-ი ინოვაციურ გადაწყვეტას ქმნის, რომელიც პერსონალიზებული გარე რეკლამების განთავსებას მოიცავს.

„სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია რეკლამის პერსონალიზირება აუდიტორიის სქესის, ასაკის, მდებარეობისა და ქცევის მიხედვით. ჩვენი გადაწყვეტა საშუალებას აძლევს ბიზნესს, მიაღწიოს სამიზნე აუდიტორიას 35-ჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას ციფრული რეკლამის საშუალებით შეძლებდა“, - აღნიშნავს სტარტაპის დამფუძნებელი.

Murmur-ი საკუთარი ტექნოლოგიის დანერგვას თბილისში, სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში გეგმავს.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები