მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nord Stream-ზე აფეთქებების სიახლოვეს რუსული გემები შენიშნეს - CNN

6336e2d67ed0e
მარიამ ვარადაშვილი
30.09.22 17:19
492
CNN კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროპელმა უსაფრთხოების სამსახურებმა Nord Stream-ის აფეთქების სიახლოვეს რუსული გემები შენიშნეს.

ჯერჯერობით უცნობია ჰქონდათ თუ არა კავშირი აღნიშნულ გემებს აფეთქებასთან, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს. ამერიკულ ტელეკომპანიას დანიის სამხედრო სამსახურის წარმომადგენელმა ასევე უთხრა, რომ ბალტიის ზღვის ამ მონაკვეთში რუსული სამხედრო გემები რუტინულად ოპერირებენ და იქ მათი ყოფნა მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ გაზსადენი მათ დააზიანეს.

ამ ეტაპზე ინციდენტს დანია და შვედეთი იძიებენ.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე კვირაში Nord Stream-ის გაზსადენის სიახლოვეს ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები დაფიქსირდა და გაზმა ბალტიის ზღვაში გაჟონა. კრემლმა გაზის გაჟონვაში რაიმე სახის მონაწილეობა უარყო და ბრალდებებს აბსურდი უწოდა.

Nord Stream1 და Nord Stream 2-ს ბალტიის ზღვაში გამავალი პარალელური გაზსადენებია. Nord Stream 2-ს გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდება უნდა გაეორმაგებინა, თუმცა $11-მილიარდიანი პროექტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გერმანიის მთავრობამ გააჩერა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები