მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოუქლენდი“ სურამში კომპლექსის მშენებლობას გაზაფხულზე დაიწყებს - ინვესტიცია 20 მლნ ლარია

618b6629f04dc
მარიამ იზორია
14.11.21 00:11
1098
კომპანია „ოუქლენდი“, რომელიც დაბა სურამში ყოფილი დიმიტროვის ბაღში 20 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს, დასასვენებელ-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას არაუგვიანეს 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყებს და დაახლოებით 50 ადამიანს დაასაქმებს.

როგორც „ოუქლენდის“ დირექტორმა დავით უმეკაშვილმა bm.ge-სთან განაცხადა, ამ ეტაპისთვის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა და სამშენებლო კომპანიასთან კონტრაქტს ათანხმებენ. მისივე თქმით, მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება და პირველი ეტაპის დასრულებას 1.5 წელზე მეტი დრო არ დასჭირდება.

„ზაფხულში მშენებლობაზე ნებართვა გაიცა, ახლა სამშენებლო კომპანიასთან კონტრაქტს ვათანხმებთ. სამუშაოების დაწყება ამინდებზეა დამოკიდებული, თუმცა არაუგვიანეს 2022 წლის გაზაფხულს უკვე დავიწყებთ. კომპლექსის მშენებლობა ორ ეტაპად მოხდება, პირველი ეტაპის დასრულებას წელიწად-ნახევარზე მეტი დრო არ დასჭირდება“, - განმარტავს დავით უმეკაშვილი.

ცნობისთვის: „ოუქლენდმა“ 6 ჰა მიწა სახელმიწფო პროგრამის, კერძოდ, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ფარგლებში შეიძინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად „ოუქლენდს“ ტერიტორიაზე 20-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები