მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Philip Morris International-ი რუსეთის ბაზარს წლის ბოლომდე დატოვებს

62dbeec171f18
თათია კაკიაშვილი
23.07.22 17:30
920
თამბაქოს და უკვამლო სიგარეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Philip Morris International-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს. კომპანია პროცესის დასრულებას, დაახლოებით, წლის ბოლომდე შეძლებს. ამის შესახებ Philip Morris International-ის დირექტორმა იაცეკ ოლჩაკმა “ბლუმბერგის” სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთში საქმიანობა დავასრულოთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მომდევნო კვარტალში შესაძლებელი იქნება. რუსეთის დატოვება იმაზე რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თუ თქვენ ცდილობთ, სხვადასხვა ჯგუფის - თანამშრომლების, აქციონერების, მარეგულირებლების მოლოდინები დააკმაყოფილოთ, ეს მართლაც საკმაოდ რთული პროცესია,” - განაცხადა იაცეკ ოლჩაკმა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, Philip Morris-ისთვის რუსული ბაზარი სიდიდის მიხედვით ყველაზე დიდია - თამბაქოს კომპანიის პროდუქციის წილი რუსულ ბაზარზე 27%-ია.

ცნობისთვის, კორპორაციამ, რომლის პროდუქტები მსოფლიოს 180 ქვეყანაში იყიდება, საქმიანობის რუსეთში შეწყვეტა მარტში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები