მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგო-პრომ" 2 მლრდ ლარის ინვესტიცია რომ ჩადოს, ტარიფი 1 ლარზე ავა - დავით ნარმანია

61893445bfc67
დავით ჯალაღონია
09.11.21 00:00
6169
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ლიცენზიის არეალში ელექტროგადამცემი ქსელის სრულ რეაბილიტაციას 2 მილიარდ ლარზე მეტი სჭირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში, სემეკ-ის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

დეპუტატების ნაწილი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, რეგიონებში ელექტრომომარაგების უწყვეტობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებით დაინტერესდა.

"მხოლოდ "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის", შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 420 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციები შევითანხმეთ, რაც საკმაოდ მოცულობითია, თუმცა ჩვენი და "ენერგო-პროს" შეფასებითაც, ეს იმას ვერ უზრუნველყოფს, რომ მთელი რეგიონების მასშტაბით სისტემა სრულად იქნას მოწესრიგებული. თუმცა ბოძებთან, სადენებთან, მოძველებულ ტრანსფორმატორებთან დაკავშირებული საკითხები ამ ინვესტიციების ჩადების შედეგად დიდწილად იქნება გადაწყვეტილი.

"ენერგო-პროს" შეფასებით და ჩვენთან, კომისიაშიც გვქონდა ამასთან დაკავშირებით შეხვედრა, დაახლოებით ხუთჯერ მეტი, 2 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციაა საჭირო, რომ სრულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელში პრობლემები მოწესრიგდეს. ამიტომ ეტაპობრივად უნდა მივყვეთ. 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია რომ მოიტანოს "ენერგო-პრომ" და ჩვენს ქსელში ჩავდოთ, ტარიფი ავა 1 ლარზე (1 კვტ.სთ) და მეორე მხრივ, ამის სამ და ხუთ წელიწადში მოსწრების შესაძლებლობა და ორგანიზებულად და ხარისხიანად გაკეთების პრობლემაც იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციების ჩადებით ჩვენ მივცემთ საშუალებას "ენერგო-პროს", რომ პირველი რიგის გადაუდებელი პრობლემები მოგვარდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები