მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისწავლე და დასაქმდი" - რამდენი მოქალაქე დასაქმდა მერიის უფასო პროგრამით?

6180f1cdadb96
მარიამ ვარადაშვილი
02.11.21 12:06
939
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამაში "ისწავლე და დასაქმდი" 2018-2020 წლებში 4 500-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო და მათგან  უკვე დასაქმებულია 3 400-ზე მეტი მოქალაქე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.

როგორც BMG-ის მერიაში განუცხადეს, 2021–2022 წლებში ამ პროგრამაში დამატებით 5 000 მოქალაქის ჩართვას გეგმავენ. 

მათივე ცნობით, პროგრამის ამოქმედებიდან ანუ 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მისი ბიუჯეტი 1.2 მლნ ლარი იყო.

„ისწავლე და დასაქმდის” მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა.

“პროგრამას ვახორციელებთ 4 სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით და ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში (ამ ეტაპზე 43-მდე სპეციალობა გვაქვს წარმოდგენილი) მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიულ კურსების შეთავაზებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას,” - აცხადებენ მერიაში.

პროგრამის პარტნიორი პროფესიული კოლეჯებია:

1. იკაროსი
2. მერმისი
3. სპექტრი
4. გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი.

BMG ასევე დაინტერესდა თუ აწარმოებს მერია სტატისტიკას, სად დასაქმდენენ პროგრამის მონაწილეები. როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ ინფორმაციას თავად კოლეჯები ამუშავებენ.

2-3 თვიან სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია თბილისში რეგისტრირებულ 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ.

მიმდინარე წელს, პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო 1 ნოემბერს და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით, მერიის ვებგვერდზე: www.Tbilisi.gov.ge  და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge .

სასწავლო პროცესი 20 ნოემბერს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები