მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიტოვებული ფურნეების მოძებნა დავიწყეთ" - „გემოვანის" ახალი მიმართულება

612a36aa4d58e
ლიკა გურაბანიძე
30.08.21 00:00
1952
„მზეთამზეს“ მწარმოებელმა კომპანია „გემოვანმა“, რეგიონებში პურის წარმოება დეცენტრალიზებული მიდგომით, ადგილობრივი მიტოვებული ფურნეების გამოცოცხლების გზით დაიწყო. სქემა ასეთია - „გემოვანი“ ყიდულობს ადგილობრივი წარმოების ხორბალს, ასაქმებს ადგილობრივებს და ბაზარზე ბუნებრივი საფუარით, „პურის დედაზე“ წარმოებული პურის ტრადიციას ამკვიდრებს.

როგორც bm.ge-სთან “გემოვანში” “სინერჯი კაპიტალის” ("სინერჯიმ" კომპანიის 40%-იანი წილი 2020 წელს შეიძინა) პარტნიორი მაია მარჯანიძე ამბობს, რამდენიმე რეგიონი უკვე აითვისეს. მათ შორისაა გურია, სამეგრელო და ქართლი.

“მიტოვებული ფურნეების მოძებნა დავიწყეთ; პური ჩვენი ტექნოლოგიით დამზადდება. ოზურგეთში ერთი ფურნე უკვე ავამოქმედეთ, ასევე მარტვილსა და დმანისში” - აღნიშნა მაია მარჯანიძემ და დასძინა, რომ პანდემიური წლის მიუხედავად, რეალიზაცია არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა.

"უახლოეს პერიოდს თუ ავიღებთ, შარშანდელ ივნის-ივლისთან შედარებით წლევანდელ ანალოგიურ პერიოდში რეალიზაციის ზრდა 25%-მდეა. ეს კი საწარმოო ხაზში პურის ახალი სახეობის - “ზიარის”დამატებით და სხვადასხვა ახალი წერტილების ათვისებით მიღებული შედეგია. მართალია, ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოვხვდით და ზოგადი ხარჯებიც გაგვეზარდა, თუმცა ფასების შენარჩუნება მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მაინც შევძელით", - განაცხადა “გემოვანში” “სინერჯი კაპიტალის” პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები