მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პირველი ქართული კომპანია ვართ ამ გამოფენაზე" - "ელიტ-ტექნოლოჯი" INTERTRAFFIC AMSTERDAM-ზე

6245c3dcbdf81
მარიამ იზორია
31.03.22 22:44
664
კომპანია "ელიტ-ტექნოლოჯი" INTERTRAFFIC AMSTERDAM 2022 წლის საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოს წამყვან 800 კომპანიას შორის ეგზებიტორის სტატუსით წარსდგა. კომპანიის დამფუძნებელი გამართული სამიტის სპიკერიც იყო.

როგორც bm.ge-ს "ელიტ-ტექნოლოჯის" დამფუძნებელმა გიორგი მამადაშვილმა განუცხადა, "ელიტ ტექნოლოჯი" პირველი ქართული კომპანიია, რომელმაც აღნიშნულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, გამოფენა კომპანიას მსოფლიო ბაზარს გააცნობს, რის შემდეგაც საშუალება ექნება საქმიანობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აწარმოოს.

„ჩვენი კომპანია საქართველოდან პირველია, რომელმაც ამ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. წარვდექით როგორც ეგზიბიტორები და ჩვენს სიტყვით გამოსვლაში კომპანიის მიღწევებზე, სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ჩვენთან თანამშრომლობა შევთავაზეთ.

აღნიშნულ გამოფენაზე წარდგენა კომპანიისთვის უდიდესი ნაბიჯია და, ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულიც იქნება. INTERTRAFFIC AMSTERDAM-ის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საქმიანობა ვაწარმოოთ“, - ამბობს "ელიტ-ტექნოლოჯის" დირექტორი.

ინფორმაციისთვის, "ელიტ-ტექნოლოჯი" 2007 წელს შეიქმნა. კომპანია საგზაო უსაფრთხოების სისტემის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ პროექტებს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები