მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტულ ადგილებში საპირფარეშოები დღესაც არაა... პრობლემა არ ქრება" - გიდი

6295dccd16acc
მარიამ ადამია
05.06.22 20:30
1112
„ქვეყანას, რომელმაც პანდემიამდე 6 მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ყოველ წელს, პიარსა და ბლოგერების მოზიდვაში მილიონებს ხარჯავს, საკვანძო ადგილებსა და ყველაზე ტურისტულ ადგილებში დღესაც არ გააჩნია საპირფარეშოები”, - სველი წერტილების პრობლემაზე გადაცემა “საქმიან დილაში” გიდმა ნუცა ცქიმანაურმა ისაუბრა.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორში ჩართულ ადამიანებს შესაბამისი საჯარო უწყებების მხრიდან გაცემული დაპირებების სათვალავიც კი აერიათ.

“საპირფარეშო არის ქვეყნის სახე. ჯერ კიდევ 2015 წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის მიერ გაცემული დაპირება - ყოველი 40 წუთის სავალ მანძილზე სველი წერტილების დამატება - არ შესრულდა; მორიგი დაპირება გაიცა ახლა უკვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის მიერ, თუმცა ესეც ვერ შესრულდა. პრობლემა არსად ქრება; სიყვარულის ქალაქში - სიღნაღში საპირფარეშო ისევ არსად დგას და როცა ქვეყნის ათასწლოვანი ისტორიით გაბრუებულ ტურისტს ჩეჩმას სთავაზობ, ხანდახან ეგეც რომ არ არის, მორჩა! ყველაფერს ეკარგება ფასი!”, - ამბობს გიდი.

ნუცა ცქიმანაურის აზრით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმის შემოსავლებაზეა მიბმული, სველი წერტილების საკითხი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს.

„სახელმწიფო არ თვლის, რომ ეს სერიოზული პრობლემაა; არადა, როცა ქვეყანა 6-9 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული უნდა გქონდეს ან უნდა აღიარო, რომ არ ვართ მასობრივი ტურიზმის მიმართულება;
როცა მთავრობა და შესაბამისი უწყებები ტურისტების მოზიდვის მიზნით, ქვეყნის მარკეტინგში დიდ თანხებს დებენ, რატომ არ ფიქრობენ, რომ ის ინფრასტრუქტურა, რაც გვაქვს ქვეყანაში, არაა გამტარი და არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს?!“, - აცხადებს გიდი ნუცა ცქიმანაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები