მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზბეგის" საბაჟოდან 42 000 კგ კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

63d8cde2d254a
BM.GE
31.01.23 12:10
3607
"ყაზბეგის" საბაჟოდან 42 000 კგ კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის (42 000 კგ.) შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები