მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვთ საქართველოში ესთეტიკური მედიცინის კლინიკებს?

60a8cd4e3a9cf
ლიკა გურაბანიძე
23.05.21 22:00
1511
ესთეტიკური მედიცინის აღორძინების ხანად XX საუკუნე ითვლება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ინდუსტრიაში ბოლო ორ ათწლეულში მომხდარი ცვლილებები. თანამედროვე ტენდენციების ფეხის აწყობასთან ერთად სილამაზის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და ის ერთ-ერთ მსხვილ, მოთხოვნად და საკმაოდ შემოსავლიან ბიზნესადაც იქცა.

საქართველოს ბაზარზე ესთეტიკური მედიცინა ბოლო ოცი წელია ვითარდება.

ქვეყანაში მრავალი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ჩამოყალიბდა.

კომპანიების წარმატებულობის შესაფასაბლად, საუკეთესო კრიტერიუმი მათი შემოსავლებია: ”კლინიკა “მედის” შემოსავალმა, რომელიც პაციენტებს ესთეტიკურ მედიცინასთან ერთად გინეკოლოგიურ, სარეაბილიტაციო და ქირურგიულ სერვისებსაც სთავაზობს, 2019 წელს 14,111,819 ლარი შეადგინა.

ამავე წელს “კუზანოვის” კლინიკის შემოსავალი 3,680,909 ლარი, “გია გვარამიას კლინიკის” შემოსავალი - 4,722,448, ხოლო “ლოტუსის” - 2,479,834 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები