მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი? - "ჰავი ლოჯისტიკის" განმარტება

64200a073675d
მარიამ იზორია
26.03.23 21:00
899
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ სამართლებრივი ვალდებულება აიღო, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანამ ეტაპობრივად უნდა მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება.

ეს რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელი კომპანია „ჰავი ლოჯისტიკის“ დირექტორი, BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ იმ ბენეფიტებზე საუბრობს, რაც კომპანიას ამ სტატუსის მიღებამ მისცა.

„გამარტივებამ საქონლის შეუფერხებლად მიღების საშუალება მოგვცა. ამასთან, ხარისხთან მიმართებაში დამატებითი რისკები არ გვექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ წითელ ზონაში მოხვდება ჩვენი კომპანია, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქცია ჩვენივე საწყობში საბაჟოს თანამშრომელმა შეამოწმოს“ - განმარტავს ინოლა ქაფიანიძე.

„ჰავი ლოჯისტიკის“ დირექტორი საქართველოში არსებულ ყველა ბიზნესს, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღებას ურჩევს, რადგან ის უპირველესად მიწოდების ჯაჭვის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს.

„საქართველოს ბაზარზე ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო ბიზნესია. ეს სტატუსი კომპანიისთვის კი ნიშნავს, იმას, რომ შეგვიძლია დავადასტუროთ, როგორი ხარისხიანი მომსახურება შეგვიძლია.

ქვეყანას საექსპორტოდ კარგი პროდუქტები აქვს. ხშირად არის, რომ მცირე მეწარმეს აქვს შიში პროდუქტის ექსპორტის, ჯერ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საბაჟოზე უამრავი პროცედურაა. ეს სტატუსი ასეთი მცირე ბიზნესისთვისაც კარგი შესაძლებლობა იქნება, მთლიანი პროცესის გამარტივებისთვის. ამ სტატუსის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის მოცულობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აქ ხარისხზეა საუბარი, ხარისხზე, რომლის უზრუნველყოფაც ჩვენ შეგვიძლია. ამ კრიტერიუმებში ჩაჯდომა პატარა კომპანიებსაც შეუძლიათ,“ - აცხადებს „ჰავი ლოჯისტიკის“ დირექტორი ინოლა ქაფიანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები