მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რელიგიურ დღესასწაულებზე შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის“ - ილია დარჩიაშვილი

605333b1ed9a6
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 15:20
1709
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ნოვრუზ-ბაირამთან დაკავშირებით საბჭოსადმი გაკეთებული მიმართვის საპასუხოდ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ-ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კულტურულ, რელიგიურ და სხვა დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე მომატებული რისკების საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები