მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"RYANAIR" მომავალში 9 მიმართულებას დაამატებს - მათგან ერთ-ერთია კიოლნია

5d5d24f4cb99a
თელარა გელანტია
21.08.19 15:01
2272
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

„RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს.

პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება, ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს მილანში (2019 წლის 6 ნოემბრიდან).

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  მომავალში „რაინეარი“ დამატებით კიდევ 9 მიმართულებით იფრენს, მათგან ერთ-ერთი კიოლნია. <განახლება>

„შეთანხმება მიღწეულია, ჯამში, პირდაპირ ფრენებზე 12 მიმართულებაზე ევროპის ქალაქებში, მათ შორის სამი მიმართულებით ფრენები წელს დაიწყება, ხოლო დანარჩენი – მომავალ წელს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2020 წლის აპრილიდან "რაინეარი" კვირაში 3 სიხშირით ფრენებს კიოლნშიც შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები