მომხმარებლისთვის კომპანია "კრწანისი რესორტ რეზიდენსს“ განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზება აქვს, სახელწოდებით - „გადმოდი დღეს“, რომლის ფარგლებშიც საშუალება გეძლევათ, შეიძინოთ ბინა მიმდინარე პროექტში და გადახვიდეთ საცხოვრებლად იმავე დღეს.
კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მომხმარებლმა საკმარისია შეარჩიოს სასურველი ბინა მიმდინარე პროექტში „კრწანისი რეზორტ რეზიდენსი“. შერჩევის შემდეგ მიიღებს ახალი ბინის გასაღებს რესორტის კომპლექსის პროექტში, რომელშიც 1 წლის მანძილზე, ანუ მისი ბინის დასრულებამდე იცხოვრებს.
მათ, ვინც ისარგებლებს აღნიშნული შეთავაზებით, მხოლოდ პირადი ნივთები დასჭირდება, რადგან ადგილზე დახვდება რემონტით, ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით სრულად დაკომპლექტებული ბინა.
კომპანია "კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მთავარი კონცეფცია ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე ტექნოლოგიებია. ტერიტორიაზე განთავსებულია რამდენიმე დასრულებული პროექტი, კომპლექსის 70% შეადგენს რეკრეაციულ ზონას, რომელიც ბუნებრივ მიკროკლიმატს ქმნის, ასევე შეხვდებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულ უნიკალური ჯიშის ზეთისხილის და წიწვოვან პარკებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დაგხვდებათ სავარჯიშო დარბაზი, რამდენიმე აუზი, საჯინიბო, მრავალი სახეობის სპორტული მოედნები და სხვა.
შეთავაზება გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით.