მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკამათო Nord Stream 2 - რუსეთ-გერმანიის გაჭიანურებული პროექტი

5d4d24e3da68a
მიხეილ ხაჩიძე
09.08.19 14:35
773
საკამათო გაზსადენის Nord Stream 2 გერმანული მონაკვეთის მშენებლობის გაგრძელება, დანიის ხელისუფლების ნებართვაზეა დამკიდებული. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის’’ ცნობით, პროექტი სავარაუდოდ დროში გაიწელება, რადგან დანიას უფლება ამ დრომდე არ გაუსცია.


როგორც გერმანული მედია იუწყება, დანია ნებართვის გაცემაზე თავს იკავებს, მიზეზად კი, მშენებლობის შემთხვევაში, გარემოს დაბინძურებასა და სახომალდო მარშუტის შემცირებას ასახელებენ, რაც Nord Stream 2-ის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შეფერხებისა და მასობრივი დამატებითი ხარჯების ტოლფასია.

"ზუსტი მონაცემების დასახელება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გასცემს შესაბამისი უწყება მშენებლობის ნებართვას’’ -განუცხადეს სააგენტო Reuters-ს პროექტზე მომუშავე კომპანიაში.


შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი გეგმის თანახმად, Nord Stream 2 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო. თუმცა მაისის თვეში, საპროექტო კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ თარიღი სავარაუდოდ მომავალ წელს გადაიწევს.

ცნობისათვის, რუსული გაზის მიწოდებისთვის  გერმანული მონაკვეთის მშენებლობა დაახლოებით 9,5 მილიარდი ევრო ჯდება. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები