მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალონების მომსახურება გაძვირდება - ფედერაციის პრეზიდენტი

5ebaa77eab9bd
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 10:15
1367
"სალონების მომსახურება გაძვირდება" - განუცხადა BM.GE-ის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიძემ. მისი თქმით, სფეროს რეგულირება გაზრდის არსებულ ხარჯებს და მომსახურებისთვის განკუთვნილ დროს, რაც მომხმარებელთა დღიური რაოდენობის კლებას გამოიწვევს, ეს კი აისახება მომსახურების ღირებულებაზე.

თამარ შარაშენიძე პოსტპანდემიის პერიოდში დარგის ამოქმედებისას რეგულაციების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველა სალონი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს, რათა ფუნქციონირება შეძლოს.

„სალონების მომსახურება გაძვირდება, იმიტომ რომ ძალინ მნიშვნელოვანია მოცდის თემა და ჩაწერების რეგულირება. თუ ადამიანი ერთი დღის განმავლობაში იღებდა 10 მომხმარებელს, ჩაწერების შემოღების შემდეგ შეიძლება შემცირდეს და მიიღოს 7-6 მომხმარებელი იმ წესებით, რომელიც გაწერილი იქნება რეგულაციებში. რამდენად გაიზრდება მომსახურების საფასური, ეს მეპატრონეების გადასაწყვეტია მარკეტინგულად ვის, რა როგორ უღირს“, - ამბობს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი.

თამარ შარაშენიძის თქმითვე, 2 დღის წინ ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას გახსნის ვადებზეც ჰქონდათ საუბარი, თუმცა ზუსტი დრო, ჯერჯერობით, გაურკვეველი რჩება.

"გვითხრეს, რომ შეეცდებიან იმ დროზე ადრე მოგვცენ გახსნის ნებართვა, ვიდრე ამას 6 ეტაპიანი გახსნის გეგმა ითვალისწინებდა. გახსნის საკითხი ნაწილობრივ ბიზნესზეც არის დამოკიდებული, რადგან რაც უფრო ადეკვატურად მიუდგებიან ბიზნესოპერატორები ამ საკითხს და დროულად ადაპტირდებიან რეგულაციებზე, მით უფრო მალე შეძლებენ ამუშავებას“, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ და დასძინა, რომ შემუშავებული შეძლებისდაგვარად რეგულაციები ყველასთვის მისაღები იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები