მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამედიცინო პერსონალი აუცილებლად უნდა აიცრას“ - როგორია სტატისტიკა დღეს?

61dd4990384da
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 13:33
572
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სამედიცინო პერსონალს აცრისკენ და კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

როგორს მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, „ომიკრონის“ გავრცელება სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაღალი რისკის შემცველია, შესაბამისად, იმისთვის, რომ არ შეიქმნას რესურსის დეფიციტი, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა სამედიცინო პერსონალისთვის ბუსტერიზაციას აქვს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა „ომიკრონით“ გამოწვეული შემთხვევების ზრდისას ის გახლავთ, რომ ერთდროულად შეიძლება დაინფიცირდეს სამედიცინო პერსონალი და ჰოსპიტლებსა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ადამიანური დეფიციტი გაჩნდეს.

ამიტომ ყველა ჩემს კოლეგას, ყველა ექიმს მოვუწოდებ, რომ აიცრან. ექიმებში აცრის მოცვა 83%-ია, შედარებით დაბალია ექთნებში - 62% და კიდევ უფრო დაბალია უმცროს სამედიცინო პერსონალში - 54%, თუ არ ვცდები. ეს ხალხი აუცილებლად უნდა აიცრას და გაიკეთოს ბუსტერი, რომ „ომიკრონის“ ასეთი ტალღის პერიოდში ამ ყველაზე ესენციურ ჯგუფში, დეფიციტი ქვეყანაში არ შეგვექმნას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები