სამთოელების პროტესტი - რას პასუხობს „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულებს?
BM.GE
19.06.23 23:50
• 258
მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მათ საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ გამართეს. მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებმა მაღაროელების საპროტესტო აქციისა და მათი მოთხოვნის შესახებ განცხადება გააკეთეს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ლაშა თუთბერიძის თქმით, სამთო მოპოვების მიმართულებით კომპანია წლებია ზარალიანია და ამ კრიზისის დაძლევას ცდილობს. მისი განმარტებით, თანამშრომლები ცალსახად ითხოვენ ხელფასების 20%-იან მატებას, რაც ამჟამინდელ პერიოდში კომპანიის სახელფასო ფონდიდან დაახლოებით 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიურ ხარჯს ნიშნავს. ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ მზად არიან დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეისწავლოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და დადგინდეს, აქვს თუ არა კომპანიას კიდევ შესაძლებლობა, დამატებით 15%-ით გაუზარდოს ხელფასები თანამშრომლებს.