მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა - ივანე ჩხაიძე

617a7813f2994
ინგა მურუსიძე
28.10.21 14:29
575
იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საქართველოში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ამის გამოსწორება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, ყველა კომპონენტი, რითიც პანდემიის მიმდინარეობა ფასდება, იმაზე მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი წინსვლები არ გვაქვს და პირიქით, ბოლო კვირებში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.

„4 000 ინფიცირებული საქართველოსთვის ძალიან მაღალი რიცხვია; ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რჩება ძალიან მძიმე და ვერ ვახერხებთ გავზარდოთ ვაქცინირებულთა რიცხვი. ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის რიცხვი დაბალია, რაც წარმოადგენს სერიოზულ რისკს. ამ პროცესის გააქტიურების გარეშე მომდევნო პერიოდში ისევ ინიფიცრებულთა მაღალი მაჩვენებელი გვექნება. პროცესი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ინფიცირებულთა მაჩვენებელი არის დაბალი და ჩვენ საპირისპირო მდგომარეობა გვაქვს. ვაქცინაციის რიცხვი გაზრდა არის ერთადერთი ბერკეტი, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში პანდემიის კონტროლი მოხერხდეს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა "შტამია გავრცელებული, საჭიროა, მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრას, რათა პანდემია მართულად ჩაითვალოს.

"იდეალური სცენარის შემთხვევაში, დღიურად 30 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას და ეს არის ის, რაც გვჭირდება. ეს გვათქმევინებს იმას, რომ დეკემბერში პანდემია კონტროლის ქვეშ იქნება და თუ ეს ვერ შევძელით, უნდა შევეგუოთ, რომ სამწუხაროდ, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაღალი რაოდენობა გვექნება. პანდემია კი მრავალი თვის განმავლობაში არ დასრულდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები