საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გევენტაძის განცხადებით, დაკრედიტების ზრდის 18-20%-იანი ტემპი, რაც გასული წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორს ჰქონდა, არაჯანსაღად მაღალი იყო.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი შეცვალა და “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” სისტემა შემოიღო. გვენეტაძის თქმით, ჯერ-ჯერობით ახალი წესის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა სებ-ის მოლოდინით, მან სესხებიზ ზრდა დაახლოებით 10-15%-მდე უნდა შეამციროს. სწორედ ეს მაჩვენებელი მიაჩნია ეროვნულ ბანკს მდგრად დონედ.
“ვფიქრობთ, რომ 18-20% არის უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენი შეფასებით იქნებოდა მდგრადი ზრდა. მდგრადი ზრდა უნდა იყოს 10-15%-ის ოდენობით. ის ზრდა, რომელიც არის სასეხო პორტფელის, არის იმაზე მაღალი, ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ, ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც დღეს საქართველოშია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ის შედარებით უფრო ზომიერ უნდა იყოს,”- ამბობს გვენეტაძე.
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა, რომლის შედეგადაც მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეიზღუდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ათასობით მოქალაქისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა შემცირდა. კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენად შეამცირა ამ ცვლილებამ დაკრედიტება, ჯერ ცნობილი არაა.
2018 წლის დეკმებერში საბანკო სექტორის დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი 17.2%-ს შეადგენდა. აქედან ყველაზე მაღალი ტემპით - 36% იპოთეკური სესხები გაიზარდა.

























