მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრ „საბას“ დამფუძნებელი: ეს კურსი ბიზნესისთვის დამანგრეველია

60745b6581139
ლიკა გურაბანიძე
17.04.21 22:00
1173
“მესამე ლოქდაუნს ბიზნესი ვეღარ გაუძლებს და პროცესს ვეღარაფერი გამოასწორებს”,  - ამის შესახებ bm.ge-ს სავაჭრო ცენტრ „საბას“ დამფუძნებელმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.

კაჭარავას თქმითვე, გაზრდილმა ტრანსპორტირების ხარჯებმა, ასევე გაზრდილმა კომუნალურმა გადასახადებმა და ინფლაციამ, გასაყიდი პროდუქცია გააძვირა.

“ეს კურსი ბიზნესისთვის დამანგრეველია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე ლოგისტიკის ხარჯები გაორმაგებულია და ეს მაშინ, როდესაც ავეჯის 60% ქვეყანაში იმპორტირებულია.

გაყიდვების პროცესი რთულად მიმდინარეობს, პროდუქციაზე ფასები გაძვირდა. თუ ადრე კონტეინერის შემოტანა 3-4 ათასი დოლარი ჯდებოდა, დღეს 8-10 ათასი დოლარი ჯდება. სექტორის აღდგენის პროცესი რთულად მიმდინარეობს.

იმის შიში, რომ კიდევ დავიკეტებით, ამას ვერაფერი გამოასწორებს და ზარალი დიდი იქნება". - აღნიშნა კაჭარავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები