მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ხარისხი მაღალია, თუმცა ქვეყანაში ავტოპარკი მოძველებულია - ლევან ვეფხვაძე

648d93b20cc4d
ლიკა გურაბანიძე
17.06.23 15:37
626
“საქართველოში საწვავის ხარისხი, 95%-ით გაუმჯობესებულია 2023 წლიდან საწვავზე ევრო 5-ის სტანდარტია და ეს ბოლო პერიოდში ქალაქს ეტყობა”, - ამ საკითხზე თემაზე გადაცემა #BMGDRIVE-ში საქართველოს „ბიზნეს ასოციაციაციის“, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა, ქვეყანაში ავტოპარკი მოძველებულია რაც პრობლემას ქმნის.

“მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ხარისხი შესაძლოა მაღალი იყოს, ავტოპარკი მოძველებულია და მასში CO2-ია, რომელიც მხუთავი აირია, ის გზაზე დაბლა გროვდება და ეს ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის პრობლემაა. ამიტომ ის, რომ საწვავი გაუმჯობესდა, ამას ავტოპარკის გაუმჯობესებაც უნდა მივაყოლოთ.

თუ ვამჩნევთ, რომ ეს თავისთავად ვერ ხდება აქ უკვე ორი საკითხია: ან ძალით უნდა გავაკეთოთ და ძალით გაკეთება ძალიან რთული იქნება, ან მეორე, არის რაიმე სახით წახალისება, გარკვეული სახის შეთავაზება, რომ ყველა ინდივიდმა ცხოვრება გაიუმჯობესოს. მე არ მივეკუთვნები იმ ტიპის ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არანაირი რეგულაცია არ გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ზომიერებით შუაში უნდა ვიყოთ ყველაფერში”, - განმარტა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ: მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 2012 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები