ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უცხოური გავლენების აგენტების კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს “უცხოური აგენტების” კანონპროექტი. ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იქცეს საზოგადოების კონსოლიდაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტატეგიულ მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმად. სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი ძალა აჩვენა და ამისთვის პატივისცემას იმსახურებს”, - წერს ლინკევიჩუსი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.