უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე, ჯერჯერობით, დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შესაძლო შეზღუდვას შეეხებოდა.
„აღნიშნულ მომენტში არანაირი დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამომდინარე არსებული ეპიდვითარებიდან, რომლის განხილვაც ყოველდღიურად მიმდინარეობს, დამატებით ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ღიბრაძემ.