მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, კიევიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდეს საჭირო

6368f1b26ecd0
მარიამ ვარადაშვილი
07.11.22 15:55
1075

შესაძლოა, კიევიდან მოქალაქეების ევაკაცია გახდეს საჭირო თუ ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდება. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვაა, რამაც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის კონვენცია ომის დროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას კრძალავს, რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის 40%-ია დაზიანებული. კრემლის ქმედებები კლიჩკომ “ტერორიზმად” და “გენოციდად” შეაფასა.

“პუტინს ჩვენ უკრაინელები არ ვჭირდებით, მას სჭირდება ტერიტორია; მას სურს უკრაინა ჩვენს გარეშე, ამიტომ ახლა რაც ხდება, [ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა] გენოციდია; მისი მიზანია, მოვკვდეთ, გავიყინოთ ან გავიქცეთ ჩვენი მიწიდან, რომ შემდეგ მას დარჩეს”, - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია "უკრაინენერგოს" განცხადებით, კიევის ნაწილს მომდევნო საათებში ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები