მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

" სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო ინვესტიციის უკუგება პოზიტიურია"

5c518050b024e
BM.GE
30.01.19 15:10
1069

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორცილებულ პროგრამებზე უკუგების მაჩვენებელი პოზიტიურია. დავითაშვილის თქმით, სამინისტრო ცალკუელი მიმართულებით პროგრამების შემუშავებისას დეტალურ კვლევებს ეყრდნობა.

“სამინისტრო მუდმივად ახდენს კვლევას და თითოეული ახალი ინიციატივა თუ პროგრამა ეფუძნება დიდ გაწეულ სამუშაოს და შესწავლას. ეს არ არის საიდანღაც მოტანილი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული ლარის დახარჯვა დიდ პასუხისმგებლობას ატარებს. ჩვენ გვაქვს დეტალური კვლევა, სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა ეფექტიანობის კუთხით რა შედეგს იძლევა. თითოეულ დახარჯულ ლარზე ჩვენ ვაჩვენებთ ამ კვლევაში, რომ გადახდილი გადასახადებითაც კი თითქმის დაბრუნებულია სახელმწიფოში ის ფული, რომელიც ახალი საწარმოების თუ უკვე არსებულების გაფართოებით შეიქმნა. ასე რომ ეფექტიანობა არის, მე კონკრეტულ რიცხვებზე არ შევჩერდები,”- ამბობს მინისტრი.

2019 წლისთვის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 339 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ამ თანხიდან 49 მილიონი ლარი სახელმწიფოს მხრიდან ამ დარგში მოღვაწე კომპანიების მიერ აღებული კრეიდტების თანადაფინანსებას ხმარდება, რასაც “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამა ფარავს. ხეხილის ბაღების განაშენიანების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა “დანერგე მომავალზე” 13 მილიონი დაიხარჯება. სამელიორაციო სისტემის განვითარებაზე 76 მილიონი, “ერთიან აგროპროექტზე” კი 96 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები