მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

" თბილისს შეუძლია მშვიდად ეძინოს, ვერეს ხეობა დაცულია"

5bbf216a5d6ac
BM.GE
11.10.18 14:08
648
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარე ვერეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაასრულა. ბოლო დეტალები რამდენიმე დღეში შესწორდება და როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა პროექტის დასრულების შემდეგ ვერეს ხეობაში საფრთხეები იხსნება.
გიორგი შენგელიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში ვაკის სასაფლაოდან დაწყებული მზიურადმე კალაპოტის ფორმირება მოხდა, რაც ბეტონის ჯებირების მოწყობას გულისხმობს და ამით მთლიანი ხეობა უბედური შემთხვევისაგან დაცული იქნება.

"ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც პრაქტიკულად დასრულებულია და სიხარულით მინდა ვთქვა, რომ თბილისს შეუძლია მშვიდად ეძინოს. ვერეს ხეობა დაცულია"_ ამბობს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები