გაცემული იპოთეკური სესხები ძლიერ ზრდას ინარჩუნებს, რაც გასული წლის სუსტი საბაზისო პერიოდით აიხსნება. ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში, რომელიც 14 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მიმოხილვის მიხედვით, 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 33% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.
„აგვისტოში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილება განსაკუთრებით მაღალია, რაც გასული წლის სუსტი საბაზისო პერიოდით აიხსნება. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 33% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.
თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი თითქმის უცვლელია და ამჟამად წ/წ -15%-ს შეადგენს, წინა კვირის -16%-თან შედარებით“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია რომ „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტში სექტორული ზრდები მოცემულია თიბისი ბანკის არხებით POS და ელ-კომერციის ხარჯვაზე დაყრდნობით; მოცემული ზრდები შესაძლოა განსხვავდებოდეს სექტორებში ბრუნვის ჯამური დინამიკისგან უნაღდო დანახარჯების წილის ცვლილების, ასევე თიბისი ბანკის საბაზრო წილის ცვლილების გამო.