მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

trip.com-ის მარკეტ-მენეჯერი: წლევანდელმა ზაფხულმა აჩვენა, რომ საქართველოს ტურიზმის აღდგენა სწრაფად შეუძლია

617eeb87c66c7
ლიკა გურაბანიძე
01.11.21 00:54
573

“წლევანდელმა ზაფხულმა აჩვენა, რომ საქართველოს ტურიზმის აღდგენა სწრაფად შეუძლია, თუმცა აღდგენა ინდვიდუალური დამსვენებლების ხარჯზეა შესაძლებელი” - ასე შეაფასა “FORBES კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოში ტურიზმის განვითარების ტემპი მაღალ სეზონზე trip.com-ის მარკეტ-მენეჯერმა გივი ბიწაძემ.

“ზაფხულის მაღალ სეზონზე თბილისის სასტუმროები საკმაოდ დატვირთული იყო. რაც შეეხება შედარებით დაბალ სეზონს, რაც ჯგუფური ტურიზმის პერიოდია, ჩემი პირადი დაკვირვებით სამწუხაროდ, გაგვიჭირდება. შეზღუდვებიც თავისთავად მოქმედებს და აფერხებს დიდი ჯგუფების შემოყვანას მაშინ, როდესაც ერთჯერადად ჯგუფურად 200-300 ადამინის შემოყვანაა შესაძლებელი.

რეგულაციების შემსუბუქება აუცილებელია, ხოლო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, თუნდაც საჯარო სექტორის ვაქცინაციის ვალდებულების აღება უნდა მოხდეს, რაც ვაქცინაციის დონის ზრდას დაეხმარება” - განმარტა “FORBES კვირა”-ში გივი ბიწაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები