მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაკე პლაზა" – 2020 წელს თბილისს $20 მლნ-იანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება

5d8246be55203
ლიკა გურაბანიძე
22.09.19 21:35
15002
ჭავჭავაძის გამზირზე, N72ა-ში, წლების წინ დაკონსერვებულ შენობაში, 20 მლნ დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც BM.GE-ს „ვაკე პლაზას“ უძრავი ქონების განვითარების კონსულტანტმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განუცხადა, მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულება.



მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, 11-სართულიანია და მისი ფართობი, ჯამში, 24 500 კვ.მ-ია, საიდანაც საოფისე ფართი 10 000 კმ.მ-ია, ხოლო მიწისქვეშ განთავსებული ავტოფარეხი 200 ავტომობილზეა გათვლილი.



მრავალფუნქციური დარბაზი განკუთვნილია კონფერენციების და სემინარების მოსაწყობად, ასევე შენობაში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შეხვედრის ოთახები და კინოდარბაზი დახურული ჩვენებებისთვის. კომპლექსში სავაჭრო ობიექტების განთავსება არ იგეგმება.

„მშენებლობას მომდევნო წელს მაისი-ივნისის თვეში დავასრულებთ. სივრცის კონცეფცია განსხვავებულია, რადგან მისაღები მუზეუმის შტრიხებით მოეწყობა. მისაღები სივრცისთვის შერჩეული საკოლექციო ავეჯით გაეწყობა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ სხვადასხვა დროის დიზაინერებსა და არქიტექტორებს ეკუთვნის", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები