"ფინანსთა სამინისტრომ სებ-ის ჩართულობით, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დახმარებით შეიმუშავა ვალის მართვის სტრატეგია, რომელიც ეხება 2019, 2020 და 2021 წლებს. ალბათ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალ წლებში, ლარიზაციის პროექტების დაჩქრაება, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. ამ სტრატეგიის განხორციელება საქართველოს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო მდგრადს გარე შოკების მიმართ. ეს იქნება საშუალება, რომ ჩვენ მივიღოთ განახლებული საინვესტიციო რეიტინგი",- ამბობს ბახტაძე.
მთავრობა რამდენიმე წლის ვადაში საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ზრდას გეგმავს. საქართველოს საკრედიტო რეიტინგი 2011 წლიდან უცვლელია და ის S&P-ის მონაცემებით BB მინუსს შეადგენს, რაც საშუალოშემოსავლიანი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დაბალი რეიტინგია.
ერთადერთი სარეიტინგო კომპანია, რომელმაც საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა Moody's-ია. სააგენტომ საქართველოს რეიტინგი Ba 3-დან Ba 2-მდე გაზარდა.
ერთადერთი სარეიტინგო კომპანია, რომელმაც საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა Moody's-ია. სააგენტომ საქართველოს რეიტინგი Ba 3-დან Ba 2-მდე გაზარდა.

























