მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ “აგენტების კანონს” - ნიკოლოზ რაჭველი

6407380d7841b
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.23 17:27
808
მუსიკოსი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, რომ გმობს და ეწინააღმდეგება უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს. ამის შესახებ ხელოვანი პოსტს Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

მისი შეფასებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ხიდს ტეხს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ბარიერებს უქმნის.

„ახლა გავიგე კანონპროექტის განხილვას ხუთშაბათის ნაცვლად დღესვე შეუდგნენ, სამწუხაროდ გასტროლზე ყოფნის გამო ვერ ვიქნები პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, მაგრამ მთელი არსით, შეგნებით, ჩემი სამშობლოს ენით აუწერელი სიყვარულით და ერთგული მსახურებით, მომავალ თაობებზე ფიქრითა და წარსულის გააზრებით ვგმობ იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ “აგენტების კანონს” (ორივეს, სამივეს და ნებავთ ხუთი ვერსია, რომ შემოგვთავაზონ ხუთივეს!), რადგან უპირველეს ყოვლისა ის ბარიერია დემოკრატიული პროცესების გაძლიერების გზაზე ჩვენს სახელმწიფოში, ჩატეხილი ხიდია ჩვენსა და ჩვენდამი გულშემატკივარ დასავლელ პარტნიორებს, დონორებს, მხარდამჭერებს შორის და რაც მთავარია იწვევს იმ ქვეყნებისა და დიპლომატების უაღრესად ნეგატიურ რეაქციას, რომელთა კეთილგანწყობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური კურსის - ევროპულ ოჯახში ინტეგრირების აღსასრულებლად!“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები