მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Waste Expo 2019 - საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების გამოფენა პირველად ჩატარდა

5df785b7df152
BM.GE
16.12.19 18:10
3394
USAID/CENN WMTR II პროგრამის, სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის მხარდაჭერით, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ (GWMA) ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების გამოფენა - Waste Expo 2019 გაიმართა. მსგავსი გამოფენა პირველად ჩატარდა საქართველოში.

გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო ინფორმაცია საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის და მისი წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ; გაცნობოდა ქვეყანაში გადამმუშავებელი სექტორის მთავარ მოთამაშეებსა და გადამუშავების ტექნოლოგიებს. და რაც მთავარია, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ნარჩენების გადამუშავების შედეგად ამ კომპანიების მიერ წარმოებული შუალედური და საბოლოო პროდუქციები.

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია დაარსდა 2015 წელს, USAID/CENN ნარჩენების მართვის (WMTR ) პროგრამის მხარდაჭერით. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის განვითარებას და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ასოციაციის წევრი კომპანიები ახდენენ სხვადასხვა სახეობის ნარჩენის (ქაღალდი/მუყაო, პლასტმასა, მინა, ალუმინი, საბურავები, ზეთები, სანიტარული ჭრების შედეგად წარმოქმნილი და ელექტრონული ნარჩენების) სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები