მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, "ჯორჯიან თაიმსი" და "გორბი" ბიზნესრეიტინგის მე-20 საიუბილეო ცერემონიალს მართავენ

5ddcd2b0eaae0
BM.GE
26.11.19 11:26
1402
ხვალ, 27 ნოემბერს, 20:30 საათზე, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და „გორბი“ ბიზნესრეიტინგის მე-20 საიუბილეო, საზეიმო ცერემონიალს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართავენ.

XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის ანონსიXX 

XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის საუკეთესო კომპანიები

XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის მხარდამჭერები


როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა და მუდმივად ექცევა როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

ღონისძიებას წლების მანძილზე აქტიურად აშუქებდა და წელსაც გააშუქებს 34-მდე მედია საშუალება, რისთვისაც, ,,ჯორჯიან თაიმსი“, ერთგულებისთვის მათ მადლობას უხდის. ბიზნესმენებთან ერთად, წელსაც მუდმივი მხარდაჭერისთვის მედიის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდებიან.

წელს, მე-20 საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მედიამხარდამჭერი ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრია:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
2. იმედი
3. რუსთვი 2
4. ფორმულა
5. ტვ პირველი
6. პალიტრა ნიუსი
7. ობიექტივი
8. სტარვიზია
9. მუზიკბოქსი
10. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
11. თბილისელები
12. ჯორჯიან თაიმსი
13. კავკასიან ბიზნეს ვიკი
14. რეზონანასი
15. პრაიმთაიმი
16. ბანკები და ფინანსები
17. სვობოდნაია გრუზია
18. ვერსია
19. ქართული აზრი
20. საქართველოს რესპუბლიკა
21. BM.ge
22. Geotimes.ge
23. Award.com.ge
24. Kvira.ge
25. Georgianpress.ge
26. For.ge
27. Liderinfo.ge
28. NewsDay.ge
29. Reportiori.ge
30. Faxinternews.ge
31. Metronome.ge
32. Timer.ge
33. Fact2.ge
34. Firstnews.ge
ტრადიციულად, წელსაც ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე საუკეთესო მედია საშუალებას ბიზნესმესმენები დაასახელებენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები