მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზედაზენი“: 2020 წელს მიუღებელი შემოსავალი 3 მლნ ლარია

5fe21c9c51f0a
ლიკა გურაბანიძე
26.12.20 16:56
1021
კომპანია "ზედაზენს“ 2020 წლის ბოლო კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებლებში კლება უფიქსირდება. კომპანიაში, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტალი ლუდის ინდუსტრიისთვის დადებითი აღმოჩნდა, რადგან ლუდზე მოთხოვნა არსებობდა, თუმცა მეორე ე.წ. "ნაწილობრივმა ლოქდაუნმა" ბაზრის და შესაბამისად, კომპანიის მდგომარეობა საგრძნობლად შეცვალა. კომპანიის გენერალური დირექტორის კახა კოტრიკაძის თქმით, "ზედაზენი" მიმდინარე წლის ბოლო კვარტალს 15-20-%-იანი კლებით დახურავს.

„ლუდის ინდუსტრიაში ბოლო კვარტალში 15%-20%-იანი კლება თანხაში, ჯამში, 10 მლნ ლარის ფარგლებში გამოისახება, ხოლო ზედაზენის შემთხვევაში, ეს პროცენტული მაჩვენებელი გაყიდვების ნაწილში 3 მლნ ლარის პოტენციალის დაკარგვას ნიშნავს. მთავარია, 2021 წელი როგორი იქნება და რა სახის პოტენციალს მოგვცემს; პირველ კვარტალს იმედის მომცემად ვერ ვუყურებთ, რადგან პანდემიის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, იგივე სიტუაცია გვექნება რაც ახლა, ხოლო მეორე კვარტლიდან სიტუაციის ეტაპობრივად გამოსწორებას ველით", - განაცხადა კოტრიკაძემ.

"ზედაზენში", 2021 წლიდან ფასების კორექტირებას ეტაპობრივად, მცირედით, თუმცა მაინც გეგმავენ, რასაც კომპანიის გენდირექტორი ორი ფაქტორის არსებობით ხსნის, მათ შორის არის ლარის კურსის არასტაბილურობაც.

„ერთი ფაქტორი არის ლარის გაუფასურება; გასულ წელთან შედარებით 2021 წლის დაგეგმვა განსხვავებული და მაღალი კურსით უნდა დავიწყოთ. ასევე, პრობლემაა ხორბალსა და მარცვლელულ პროდუქციაზე მისი მოთხოვნიდან გამომდინარე მსოფლიო ბაზარზე ფასების მატება. ეს ორი მაჩვნებელი ჩვენს ბიზნესზე გავლენას ახდენს", - აღნიშნა კახა კოტრიკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები