მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი ჯონსონის გადადგომას ეხმაურება

62c70db108ad2
ალა ისპირიანი
07.07.22 21:00
3411
"ყველა უკრაინელმა მწუხარებით მიიღო, რომ თქვენ პოსტი დატოვეთ", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონის გადადგომას და უკრაინის დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"მეგობარო ბორის ჯონსონ, ყველა უკრაინელმა მწუხარებით მიიღო, რომ თქვენ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვეთ. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ იმ დახმარებისთვის, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გაგვიწიეთ.

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების დაცვაში. ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ სამუდამოდ ნამდვილ მეგობრებად და ძლიერ მოკავშირეებად დავრჩებით". - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი, დღეს 7 ივლისს დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები