მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ისანსა და საბურთალოზეც ამოქმედდება

6284a243d2daa
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 11:41
698
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ისანისა და საბურთალოს რაიონებშიც ამოქმედდება.

“პირველი ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძისა და სხვა მიმდინარე წუჩების დიდ ნაწილზე.

რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიასა და მეველეს ქუჩაზე”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც საკუთარ ავტომობილებს დაარეგისტრირებს, პარკირება უფასო იქნება. რეგისტრაციაში დახმარების მიზნით კი, ქალაქის მერია ადგილზე ჯიხურებს განათავსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები