მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

02:00 საათიდან ილია II-ის დაკრძალვის დასრულებამდე ქვეითებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება - შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დასახელებულ დროის მონაკვეთში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან",- აცხადებენ შსს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები