მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე პიკური თვე სექტემბერი იყო, როდესაც 1 765 სესხი დასუბსიდირდა, ჯამში, 169 მილიონი ლარის ოდენობით.

„სესხების საშუალო მოცულობა 89 ათასი ლარიდან 110 ათას ლარამდე მერყეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე სუბსიდირების პროგრამა ძირითადად ეხმარება საცხოვრებელი ბაზრის ეკონომ სეგმენტს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირებულ სესხებს 30%-35% უკავია.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამა „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი" 2020 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირებით სარგებლობაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირება მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებში შეძენილ პირველად ბინებზე ვრცელდება და იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია, ხოლო სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე.




























