მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 000 000 გაყიდული ჭიქა - JAMBO 1.5 წელი საქართველოს ბაზარზე

ჯამბო
27.04.26 11:07
378

JAMBO ბაზარზე უკვე 1.5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ბრენდის პრემიუმ ხარისხის ყავა „ნიკორას“ 200-ზე მეტ სუპერმარკეტში განთავსებული ყავის ვენდინგ აპარატების საშუალებით ხელმისაწვდომია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, არომატული, მაღალი ხარისხის ყავა ხელმისაწვდომ ფასად ყოველდღიურად დააგემოვნონ.

კომპანიამ ამ გამოწვევას წარმატებით უპასუხა ადგილობრივი ყავის საწარმოს შექმნით, სადაც ყავის მარცვალი ყოველდღიურად იხალება და ოპერატიულად მარაგდება ვენდინგ აპარატები. შედეგად, მომხმარებელი ყოველთვის იღებს ახალ, არომატულ და სტაბილურად მაღალი ხარისხის ყავას.

კომპანიის მონაცემებით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 1 000 000-ზე მეტი ჭიქა ყავა გაიყიდა, რაც მნიშვნელოვანი და საამაყო შედეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის სტარტი ერთი წლის წინ შედგა.

„თითოეული გაყიდული ჭიქა ჩვენთვის პასუხისმგებლობაა — შევთავაზოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ჩვენი ხედვით, ყავა არ არის მხოლოდ სასმელი; ეს არის სრულყოფილი გამოცდილება, რომელიც მარცვლის შერჩევით იწყება და მომხმარებლამდე მიწოდებული არომატული, დაბალანსებული გემოთი სრულდება.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა საქართველოში არსებული საკუთარი ყავის სახალავი საწარმოა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე სრულად ვაკონტროლოთ. ყოველდღიურად ახლად მოხალული მარცვალი პირდაპირ თავსდება ვენდინგ აპარატებში, რაც თითოეული ჭიქის სურნელსა და სტაბილურ ხარისხს უზრუნველყოფს.

კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპზე JAMBO პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. უახლოეს მომავალში სუპერმარკეტების ქსელში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ხაზი — სამი განსხვავებული სახეობის პრემიუმ ყავის მარცვალი, რომელიც სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელზე იქნება მორგებული. ასევე, ბაზარს ტრადიციული მეთოდით მომზადებული ყავის მოყვარულთათვის ორი სახეობის თურქული ყავა დაემატება.

1 000 000 გაყიდული ჭიქა მნიშვნელოვანი ეტაპია JAMBO-ს განვითარების გზაზე, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია — კომპანია აგრძელებს ზრდას, ინოვაციასა და იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, რომელმაც უკვე ათიათასობით მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები